სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი, 2003 წელს დაბადებული გ. ნ. ყაჩაღობის ბრალდებით გურჯაანში დააკავეს.
ინფორმაციას კახეთის პოლიცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ნ.-მ ქალაქ გურჯაანში, მოქალაქეს დანის მუქარით ფული და მობილური ტელეფონი წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
როგორც  კახეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული, ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 



| Print |
FaceBook Twitter Google