სამართალი
გურჯაანის პოლიციამ ბიბლიოთეკის დარბევის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფელ ვეჯინში მდებარე ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებმა მიმდინარე წლის 7 აპრილს სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკის ინვენტარი დააზიანეს, შენობაში დაცული წიგნები დახიეს, ასევე, ავეჯის და ნივთების დაწვა სცადეს.

ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 187-ე მუხლით.


| Print |
FaceBook Twitter Google