სამართალი
ვაჩნაძიანში ავტომობილი მოიპარეს - პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ნ.-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google