სამართალი
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული ლ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.


ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 4 აბი „სუბოქსინი“ , ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 9 აბი „სუბოქსინი“ .  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google