სამართალი
სოფელ კურდღელაურში კაკლის ნერგები მოიპარეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში კევლიშვილებს 100 ძირი კაკლის ხის ნერგი მოჰპარეს.  წინასწარი ინფორმაციით, მიღებული ზარალი დაახლოებით 1500 ლარს შეადგენს.
როგორც speqtri.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google