სამართალი
თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თელავში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

"მამაკაცი ჩვენთან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. ახალგაზრდას ბასრი საგნით აღენიშნება ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის ღრუს მიდამოებში. არსად არ ფიქსირდება შემავალი ჭრილობა. მამაკაცს შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა წნევა, რომელიც სავარაუდოდ სტრესის ფონზე განუვითარდა. ამ დროისთვის პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, როგორც კი დასტაბილურდება მისი მდგომარეობა, გავწერთ," - აღნიშნა თელავის რეფერალური კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონულმა სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google