სამართალი
ახმეტაში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრას წინ უძღვოდა ურთიერთშელაპარაკება.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა მისმა მეგობარმა სცადა, თუმცა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

მამაკაცი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლის და ხელის არეში აქვს მიყენებული.


| Print |
FaceBook Twitter Google