სამართალი
ჯიმითში მერის წარმომადგენლის წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია გამოძიებას ატარებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებიო სამსახური გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მერის წარმომადგენელს ავთანდილ შიშნიაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
შიშნიაშვილი პოლიციამ დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავა, თუმცა სასამართლომ გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა, გამოძიება კი გრძელდება.
ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა.

-„სანამ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ეს ადამიანი გათავისუფლებულია სამსახურიდან. ჩვენი გუნდი ვალდებულია პატიოსნად და სწორად მიიღოს გადაწყვეტილებები, არავის ეპატიება უფლებების გადაჭარბება,“

ჩვენ ავთანდილ შიშნიაშვილსაც დავუკავშირდით და ვკითხეთ კონკრეტულად რას ედავება გამოძიება, თუმცა გვიპასუხა რომ არ იცის რაში ედება ბრალი.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მიღებას ფინასთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურიდან ორი საათია ვცდილობთ.

| Print |
FaceBook Twitter Google