სამართალი
გურჯაანის სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლაგოდეხში
16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დახურული პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას ბრალი 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად უკვე ცნო და არასრულწლოვანი ადვოკატთან ერთად დამატებით გამოიკითხა. მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, შემთხვევა ლაგოდეხის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. ფაქტი საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მე-11 კლასელი გოგონა გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მიყვანის შემდეგ აღმოჩნდა , რომ ის ორსულად იყო და იმშობიარა.

გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებაში დადანაშაულებელი მამაკაცი ნამდვილად ბავშვის მამაა, რის გამოც სამართალდამცველებმა ის ორი დღის წინ დააკავეს.


| Print |
FaceBook Twitter Google