სამართალი
ყანდაურაში დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,აიპრესსი“ ავრცელებს.


ელზა გამყრელიძე 3 მაისს, თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო თბილისში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს, რომელსაც გამოძიება შვილის, რძლისა და ორი მეზობლის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობას ედავებოდა. გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევიდან ცოტა ხანში დააკვეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი,მეორე შვილზე კი ძებნა გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google