სამართალი
გურჯაანში მამამ ორსული შვილი სცემა, გოგონას ნაყოფი მოსცილდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსული გოგო მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
როგორც speqtri.ge-ს რამდენიმე წყარომ აცნობა,  გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მას ნაყოფი მოსცილდა.

ქალმა ერთი თვეა სამსახურსაც თავი დაანება. ის არც მეგობრებთან გამოდის კონტაქტზე.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მათივე ინფორმაციით, მამის მიმართ გამოცემულია შემაკავებული ორდერი. გოგონა ამ დროისთვის მშობლების სახლში ცხოვრობს.

| Print |
FaceBook Twitter Google