სამართალი
ისანში, მიკროავტობუსების გაჩერებაზე, გურჯაანელი მძღოლი მოკლეს
ისანში მიკრო ავტობუსების გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი, გურჯაანელი მძღოლი, თ. ო. მოკლეს.

ბრალდებულმა მსხვერპლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, იმის გამო,  რომ მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google