სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 447 ფაქტი გამოვლინდა
2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 447 ფაქტი კახეთში დააფიქსირეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით გამოვლინდა - 88 შემთხვევა, იმერეთში - 119, გურიაში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 100, მცხეთა-მთიანეთში - 32, შიდა ქართლში - 57, ქვემო ქართლის მასშტაბით - 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 130, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვისა და სოფლი სმეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12 429 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

აღნიშნულ პერიოდში სულ დარღვევის 1 121 ფაქტი გამოავლინდა, მათ შორის 93 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხე-ტყე /