სამართალი
შსს-მ 20-21 ივნისის აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ აქციის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, 1974 წელს დაბადებული ც.ც; 1994 წელს დაბადებული ს.ბ. და 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ. სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.


შსს-ს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეისათვის, პასუხისგებაში მიცემულია 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / შსს /