სამართალი
სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი თავს დამნაშავედ არ სცნობს
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგნილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. გამყრელიძემ მოსამართლე,ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს, სამართალდცველები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მე ის ვიცი რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე არ მომიწერია ხელი, არ ვეთანხამები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს მირტყამდნენ ყველგან. რომ ვთქვი ყველაფერი მტკივა მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამათალი?!"- აღნიშნა ომარ გამყრელიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობასა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. ახლა გამოძიება მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, დაჭრილი, რომელიც ომარ გამყრელიძის მეუღლე იყო, გარდაიცვალა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში 34 წლის მამაკაცს უკვე
რამდენიმე დღეა ეძებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში 34 წლის მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.
12:36 / 22.08.2019
მიმდინარე წლის 10 მაისიდან, რაც სექსუალური შევიწროებისათვის
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, პოლიციამ მთელი ქვეყნის
მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.
მიმდინარე წლის 10 მაისიდან, რაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.
12:14 / 22.08.2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაისიდან
დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინდა. მათ შორის, სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინდა. მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავს.
14:30 / 21.08.2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის
ბრალდებით დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
13:13 / 21.08.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო
გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული
სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.
16:55 / 30.07.2019
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
13:15 / 23-08-2019
იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.
18:50 / 22-08-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
11:57 / 20-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.