სამართალი
სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი თავს დამნაშავედ არ სცნობს
ამ წუთებში თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგნილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. გამყრელიძემ მოსამართლე,ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს, სამართალდცველები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მე ის ვიცი რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე არ მომიწერია ხელი, არ ვეთანხამები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს მირტყამდნენ ყველგან. რომ ვთქვი ყველაფერი მტკივა მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამათალი?!"- აღნიშნა ომარ გამყრელიძემ.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობასა და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა. ახლა გამოძიება მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, დაჭრილი, რომელიც ომარ გამყრელიძის მეუღლე იყო, გარდაიცვალა.


| Print |
FaceBook Twitter Google