სამართალი
წითელ ხიდსა და ლაგოდეხში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,ლაგოდეხი“, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები დაფიქსირდა.


უწყების ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 2 300 ღერი არადეკლარირებული სიგარეტიამოიღეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. 

| Print |
FaceBook Twitter Google