სამართალი
კახეთში უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინდა. მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავს.


უწყების ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში - 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 8. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 3, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე - 4 ფაქტი. 2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი.


უკანონოდ მოპოვებული თევზის რაოდენობამ 165კგ-მდე შეადგინა. თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


| Print |
FaceBook Twitter Google