სამართალი
სოფელ ძირკოკში ახალგაზრდა მწყემსს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში 34 წლის მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.



ძირკოკში მერის წარმომადგენელის გოგიტა ალხაზიშვილის თქმით, ვანო მახარაშვილი ერთ-ერთ ფერმაში დაქირავებულ მწყემსად მუშაობდა.
„ უკვე 13 წელი იქნება სხვადასხვა ფერმაში მუშაობს. სახლში ხშირად მოდიოდა. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, ოჯახის წევრებმა 112-ში დარეკეს და სამძებრო სამუშაოები დაიწყო. “

როგორც შსს-ში განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, ტარდება სამძებრო და სხვა საგამოძიებო სამუშაოები.

| Print |
FaceBook Twitter Google