სამართალი
საგარეჯოში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45000 ლარად ღირებულ "მაზის" მარკის ავტომანქანას თაღლითურად დაეუფლა, გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

პოლიციამ შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის "ბ" და " გ" ქვეპუნქტით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google