სამართალი
საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის შედეგად, 19-26 აგვისტოს, საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა.


უწყების ინფორმაციით,  საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3 600 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 126 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 41 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 441 შემთხვევა დაფიქსირდა.



| Print |
FaceBook Twitter Google