სამართალი
კახეთში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ." - განმარტავენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 126-ე 1- ლი პრიმა მუხლის "დ" და "გ" ქვეპუნქტებით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


იხილეთ მსგავ თემაზე:

გურჯაანის პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
ყაჩაღობა სოფელ ჩუმლაყში - ნაცემია ოჯახის წევრი
ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - დაჭრილია ოპერატორი
სიღნაღში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
| Print |
FaceBook Twitter Google