სამართალი
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოხუცი გაათავისუფლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს, აღკვეთი ღონსძიება პატიმრობა  2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება,უმცროს ომარ გამყრელიძეს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგი შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს თანაშრომლები დაიკითხნენ.

ომარ გამყრელიძემ სასამართლოზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას დაკავშების შემდეგ სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობს.

მორიგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google