სამართალი
სამშენებლო მასალის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი დაკავეს.


უწყების ინფორმაციით, ერთ - ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა შემოიტანეს, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

| Print |
FaceBook Twitter Google