სამართალი
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დაისჯება
„სისხლის სამართლის კოდექსში“ მიღებული ცვლილებებით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კრიმინალიზებული ხდება. საკანონმდებლო ცვლილებას, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.


ცვლილებების მიღებამდე, ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა. ახლა კი შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ხდება.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ მოამზადა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად დეპუტატთა ჯგუფმა წარუდგინა.


| Print |
FaceBook Twitter Google