სამართალი
ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილმა დირექტორმა მერიას სასამართლო დავა მოუგო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის მაია სამიტაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების აქტი უკანონოდ სცნო.
მოსამართლის განჩინებით, ადგილობრივ თვითმმართველობას მაია სამიტაშვილის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაც დაეკისრა.

-"მერმა სამსახურიდან პირადი შეხედულების გამო გამათავისუფლა. მასთან დაახლოებულ ერთ- ერთ ჩემს თანამშრომელს, სამსახურის თვითნებურ გაცდენას ვუკრძალავდი და ამიტომ შემიძულა," - განაცხადა სამიტაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას  სამიტაშვილი, მხოლოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში აპირებს.

როსტომ სესიაშვილის განცხადებით, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია. მერის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს მერია გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა შემდგომ ინსტანციაში.

ცნობისთვის, ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაია სამიტაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა სამსახურიდან 2019 წლის თებერვალში დაითხოვა.


| Print |
FaceBook Twitter Google