სამართალი
კახეთში უკანონო ნადირობის 12 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.


ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.კახეთში - 12, ქვემო ქართლში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 49, აჭარასა და გურიაში - 27, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ხშირი იყო, აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობის ფაქტები. ყველაზე მეტი - 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 39, აჭარასა და გურიაში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 7. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“ ამოიღეს.





| Print |
FaceBook Twitter Google