სამართალი
ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

შსს-ს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, ჰ.მ-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google