სამართალი
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მილიონი ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.
-"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი "კოკაინი", 1 კილო და 362 გრამი "ჰეროინი", 4222 აბი "სუბუტექსი", 675 კაფსულა და 896 აბი "ტრამადოლი", 579 აბი და 58,3 გრამი "მეტადონი", 338 აბი და 21,9 გრამი "კოდეინი", 996 აბი "ამფეტამინი", 8678 კაფსულა და 198 აბი "პრეგაბალინი" და 33,7 გრამი "მორფინი". ასევე, განადგურებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები,"-აცხადებენ უწყებაში.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარკოტიკი / შსს /