სამართალი
თელავში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული დ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.


უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თელავში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google