სამართალი
საგადასახადო სამართალდარღვევის 418 ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  21-27 ოქტომბერს განხორციელებული კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 418 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3,778 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 94 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 30 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 294 ფაქტი.


| Print |
FaceBook Twitter Google