სამართალი
მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, მერის წარმომადგენლის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს გირაო შუფარდა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის შეთავაზება მაჭარაშვილისთვის პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა, ასევე თანასოფლელების მიერ თავდებში დადგომა და გათავისუფლების მითხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერა.

ცნობისთვის,  კობა თარაშვილსა და პაატა მაჭარაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პირველ ნოემბერს მოხდა, რის შემდეგაც მაჭარაშვილმა თარაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.




| Print |
FaceBook Twitter Google