სამართალი
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე გაათავისუფლეს
თელავის რაიონულ სასამართლოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.
სხდომაზე დაცვის მხარემ, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურაში მერის წარმომადგენელი ნანა ტაველიშვილი.

ამასთან, ტაველიშვილმა განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, მათთვის სასურველი ჩვენება მიეცა.
ტაველიშვილის თქმითვე, სამართალდამცველები მასზე 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

"13 მაისს კახეთის სამხარეო პოლიციაში დაიბარეს, მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით. მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს. უარი რომ განვაცხადე ხელის მოწერაზე, დაიწყეს მუქარა, მახსენენდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ, შემახსენეს რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ. მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა. ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკავს, დამცინოდნენ დარეკეო მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა," განაცხადა ნანა ტაველიშვილმა.

სასამართლო სხდომას მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე ესწრებოდა, უფროსმა ომარ გამყრელიძემ ავადმყოფობის გამო სასამართლოზე მისვლა ვერ შეძლო.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო
ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
14:09 / 06.12.2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს.
61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სიძემ სავარაუდოდ
„გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს. 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სიძემ სავარაუდოდ „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა.
13:02 / 03.12.2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1
ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს.
11:12 / 03.12.2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის
მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს
დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
17:15 / 01.12.2019
პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს
შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო
ოთხი დაშავდა.
პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.
14:50 / 27.11.2019
სხვა ამბები
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება. მოსწავლეებს გამოცდა სხვადასხვა საგანში 5 დღის განმავლობაში 2 სესიად ჩაუტარდებათ.
12:53 / 04-12-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
12:27 / 03-12-2019
კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
15:18 / 27-11-2019
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში,ნანა იოსელიანის თასზე კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 48 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
16:24 / 18-11-2019
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2690
USD
USD
1
2.9466
GBP
GBP
1
3.8683
TRY
TRY
1
0.5113
RUB
RUB
100
4.6218
ამინდი
გურჯაანი 0 / 8 °C
img
საგარეჯო -2 / 9 °C
img
დ.წყარო -2 / 3 °C
img
სიღნაღი -1 / 7 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი 0 / 8 °C
img
თელავი -1 / 9 °C
img
ახმეტა -1 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.