სამართალი
პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებულ მეათეკლასელ გოგონას ეძებს
სამართალდამცველები ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლიდან გუშინ გაუჩინარებულ მეათეკლასელ გოგონას ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე მეხუთე გაკვეთილიდან წავიდა და თბილისისკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა.

მძღოლი ყვება, რომ ის, მგზავრობის დროს, არასრულწლოვანმა, მობილური ტელეფონის საშუალებით, რამდენჯერმე უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს დააკავშირა. ბოლოს არასრულწლოვანი ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ნახეს.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს.


| Print |
FaceBook Twitter Google