11-17 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ,საგადასახადო
სამართალდარღვევის 381 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, შემოწმდა 3,555 გადამხდელი, რის შედეგადაც
დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის
სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 90 შემთხვევა;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 18 ფაქტი;
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოუყენებლობის 273 შემთხვევა.
მასალის გამოყენების პირობები