სამართალი
სოფელ ნუკრიანში სიძემ 61 წლის სიმამრი მოკლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს. 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სიძემ სავარაუდოდ „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

"მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. ქმარი მას ემუქრებოდა, რომ მამას მოუკლავდა", - აცხადებენ ადგილობრივები.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სიმამრი მოკლა, წარსულში ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google