სამართალი
სოფელ არბოშიკში 6 ნოემბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
პოლიციამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია სამი პირი.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ- ერთი მათგანი, სოფელ არბოშიკის მკვიდრი და ყაჩაღობის შედეგად გარდაცვლილი ქალის, თანაკლასელია.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, სოფელ არბოშიკში 6 ნოემბერს  65 წლის ქალი დააყაჩაღეს და მოკლეს.  გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა იპოვეს.


| Print |
FaceBook Twitter Google