სამართალი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებია
ცვლილების მიხედვით, არასრულწლოვანი თავისუფლდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.


კანონის თანახმად, არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელისთვის, პირობითი მსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ.
მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის ოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.

არასაპატიმრო სასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.

რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ჩანაწერს, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის.

პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ნაწილია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდი ოდენობით აქციზური
საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის
30 ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს.
14:43 / 11.02.2020
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი
დააკავეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.
10:26 / 10.02.2020
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1
იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 309 ფაქტი გამოავლინეს.
11:47 / 06.02.2020
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი
ტ.ფ., მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, სიღნაღში
დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტ.ფ., მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.
13:39 / 31.01.2020
გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად
დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან
მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს
და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და
ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

15:40 / 28.01.2020
სხვა ამბები
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.
16:50 / 17-02-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ“ სპორტული ფორმები გადასცა.
15:48 / 14-02-2020
განათლების სამინისტრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრების როლის გაძლიერებას აპირებს.
16:05 / 12-02-2020
გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორშაბათიდან ბავშვების კვების მენიუს გამოქვეყნება დაიწყო.
16:45 / 11-02-2020
ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორებში (50+) მამაკაცთა შორის ჭადრაკში, სადაც სიღნაღის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, ვანო სიფრაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
16:44 / 11-02-2020
გურჯაანის სპორტკომპლექსში შესაძლებელია „ატლეტიკო მადრიდის“ საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს.
16:57 / 10-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1104
USD
USD
1
2.8678
GBP
GBP
1
3.7362
TRY
TRY
1
0.4745
RUB
RUB
100
4.5283
ამინდი
გურჯაანი -1 / 10 °C
img
საგარეჯო -2 / 7 °C
img
დ.წყარო -2 / 5 °C
img
სიღნაღი -2 / 9 °C
img
ლაგოდეხი -2 / 9 °C
img
ყვარელი -1 / 10 °C
img
თელავი -1 / 9 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« თებერვალი 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.