სამართალი
პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში ბრალდებული, არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლე თამარ კაპანაძემ გაითვალისწინა ორივე მხარის შუამდგომლობა დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობა და სხვა შუამდგომლობა ვერ განიხილეს იმის გამო, რომ პროცესზე თარჯიმანი არ გამოცხადდა.

22 წლის არბი ქავთარაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვას ედავება.

რაც შეეხება 28 წლის რამაზ ხანგოშვილს,მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი პირი კი მძიმედ დაიჭრა.

| Print |
FaceBook Twitter Google