სამართალი
სოფელ კასრისწყალში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 1972 წელს დაბადებული მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, გასროლა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან განახორციელა.
გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის მკვიდრია, ხოლო  ბრალდებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრებია.

ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google