გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019
წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოავლინეს. აქედან 199 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების
ყველაზე მეტი - 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 სამართალდარღვევა
გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით
დაფიქსირდა 422 ფაქტი, აჭარაში - 372, ქვემო ქართლში -300, შიდა
ქართლში - 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 193, მცხეთა-მთიანეთში -
99, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 56, გურიაში კი, უკანონო
ტყითსარგებლობის 51 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში, მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების
16 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილ
მასალის გამოყენების პირობები