სამართალი
მუქარისა და იარაღის ტარების ბრალდებით სიღნაღში ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ტ.ფ., მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მდებარე მაღაზიაში, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ამავე სოფელში მცხოვრებ ორ პირს - ლ.მ.-ს და ორსულ ც.მ.-ს, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა.

სამართალდამცველებმა დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მუქარისა და ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის და 238-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google