კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი
დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო
აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და
მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად,
მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს
სახლში უვნებელი დააბრუნეს.
ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
სოფელ ლამბალოში მეათეკლასელი გოგო მოიტაცეს
მასალის გამოყენების პირობები