სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვისა და რეალიზაციისთვის პასუხისგებაში 15 პირი მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის 30 ფაქტი გამოავლინეს.
პასუხისგებაში სულ 15 პირი მიეცა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google