სამართალი
კომენდანტის საათის დარღვევისთვის 136 მოქალაქე დააჯარიმეს
პოლიციამ, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 136 მოქალაქე დააჯარიმა.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი - 82 მოქალაქე.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესი დაარღვია 59-მა პირმა. დარღვევები გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დაცვასთან დაკავშირებითაც.

„პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 9 ახალი ფაქტი გამოვლინდა.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.“ - აცხადებენს შინაგან საქმეთა სამინისგტროში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 286 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმად განსაზღვრულია 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 ლარი.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი 30 მარტს გამოცხადდა, ქვეყანაში მოქმედებს ასევე, ე.წ. საკომენდანტო საათი.




| Print |
FaceBook Twitter Google