სამართალი
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 112 მოქალაქე დააჯარიმეს
6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 112 მოქალაქე დააჯარიმა. 28 მოქალაქე დააჯარიმეს საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ კი - 27 პირი.

ჯამში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 ლარით.

საქართველოში 30 მარტიდან გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასევე მოქმედებს საკომენდანტო საათი.


იხილეთ ამავე თემაზე:

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 136 მოქალაქე დააჯარიმეს
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 280 პირი დააჯარიმეს
კომენდანტის საათის დარღვევის გამო 204 ადამიანი დააჯარიმეს
ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო პოლიციამ 11 ადამიანი დააჯარიმა


| Print |
FaceBook Twitter Google