სამართალი
ბიძის მკვლელობის ბრალდებით ლაგოდეხში 42 წლის კაცი დააკავეს
გუშინ საღამოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მომხდარი მკვლელობა პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, 42 წლის კაცმა 65 წლამდე ასაკის ბიძა მოკლა. ის თავის არეში ნაჯახით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

მეზობლები მიზეზად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.



| Print |
FaceBook Twitter Google