ახალი ამბები
საგანგებო მდგომარება საქართველოში 10 მაისამდე გაგრძელდება
როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გახანგრძლივდეს.

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მიუხედავა იმისა, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე შემოსავლებისთვის, ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ.
„თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ეს არ არის პასუხისმგებლობა პერსონალური ჩვენს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.“

მისივე განცხადებით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამიტომ დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ოთხ დიდი ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით.


| Print |
FaceBook Twitter Google