სამართალი
სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, 1963 წელს დაბადებული ნ.გ.-ს ბრალი დაუმძიმდა.

„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს - 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს - 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.“ - აღნიშნულია შსს-ს მიეგ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

პოლიციამ, აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.


იხილეთ ამავე თემაზე:

საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა
საგარეჯოში მეუღლის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი თბილისში გადაიყვანეს
ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის შვილიშვილი დააკავეს
ყანდაურაში დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა 
სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი თავს დამნაშავედ არ სცნობს
ყანდაურაში მომხდარ მკვლეობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოხუცი გაათავისუფლეს
ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს დაიწყება
სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე გაათავისუფლეს


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.