სამართალი
დედოფლისწყაროში დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ  გამარჯვების დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა  ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა სოფლის ცენტრში წუხელ  მოხდა.
გია ჭინჭარაულმა, მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ჭინჭარაული თავს იცავდა, რა დროსაც ორივე მათგანს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულეს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, მდგომარეობის სიმძიმის გამო თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.


| Print |
FaceBook Twitter Google